ონჭევი


მე ვარ ბექა შერაზადაშვილი. ქ.რუსთავის 23-ე საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლე.
დავიბადე ონის რაიონის სოფ. ონჭევში. ჩემი სოფელი მდებარეობს ონის რაიონიდან ცხრა კილომეტრის დაშორებით.
ამ სოფლის სახელი „ონჭევი“ უკავშირდება ორ ჭას, რომელთა შუაშიც სოფელი ყოფილა.ის ჭები ამოუვსიათ. ახლა ის მთაგორიანი, ლამაზი სოფელია.სოფელში ჩამოედინება მდ. ჯეჯორა
სოფელში მაცხოვრებელი ხალხი მართლმადიდებელია. ონჭევში არის დიდი დღესასწაული „საჯვარეობა“, სადაც მთელი მოსახლეობა იკრიბება და ლოცულობს. მამაკაცები ამ დროს მთაში, ჯვარზე სალოცავად მიდიან ცხენებით, მხოლოდ მამაკაცები,რადგან იქ ქალებს ეკრძალებათ ასვლა, როდესაც ბრუნდებიან უკან, სოფელში, სუფრა უკვე გაშლილი უხვდებათ და ახსენებენ ღმერთს.ლოცავენ საქართველოს წმინდა სალოცავებს.,
ჩვენი ხალხი, როგორც ყველა რაჭველი, გამოირჩევა თავისი სიდინჯით,აუჩქარებლობით და სტუმართმოყვარეობით.
სოფელში შენდება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
ადრე აქ ყოფილა ხორბლის ნათესები.
ამჟამად სოფელში ცხოვრობენ ბებია და ბაბუა, რომლებიც დიდი სიყვარულით გვხვდებიან იქ ჩასულებს და ხშირად გვესაუბრებიან წარსულზე, იმაზე, რომ შიში აქვთ რაჭის მიწამ პატრონი არ დაკაგოს.
მე და ჩემს ძმას ძალიან გვიყვარს იქაურობა. მათალია ახლა რუსთავში ვცხოვრობთ და ვსწავლობთ, მაგრამ ჩვენც გვჯერა და ჩვენს მოხუცებსაც იმედს ვაძლევთ, რომ მათი შიში უადგილოა და არ ვაპირებთ ჩვენი წინაპრების, ჩვენი ადგილ-მამულის სამუდამოდ მიტოვებას.